გიორგი სიორიძე - პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემა პირდაპირ არის ევროკავშირში გასამართ დებატებსა და რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებული

პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო პლენუმს გადაეცა განსახილველად. ეს პირდაპირ არის ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებული, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძე განაცხადა.

მისივე თქმით, სარჩელის განხილვის ახლა დაწყება არის პირდაპირი გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ “საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს”.

“პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო პლენუმს გადაეცა განსახილველად, რაც გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა ერთი წლის მანძილზე და ეს პირდაპირ არის ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებული. ეს “ქართული ოცნების” გზავნილია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუმცა “ქართულ ოცნებაში” და პირადად ივანიშვილმაც კარგად იციან, რომ პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის დასამარების გზაზე ყველაზე უკიდურესი ზომა. ამისათვის პერსონალურად ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გადაიხდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფასს, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ”, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ დღეს გაიმართება.

ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს ხვალ, 8 ოქტომბერს უყრიან.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე