პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდამსხმელი სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლე, 19 წლის ახალგაზრდაა. ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ვადასტურებ, რომ დღეს ოსტროლენკაში მდებარე №4 პროფესიული სწავლების კომპლექსში სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღი იქნა გამოყენებული. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ინციდენტის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევაზე მუშაობენ. მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, №4 პროფესიული სასწავლებელი დაიხურა. ამავდროულად, გავეცი განკარგულება, რათა თავიდან იქნას აცილებული უცხო პირების შესვლა ოსტროლენკის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებლებში. მოვუწოდებ მოსწავლეებს, მშობლებსა და პერსონალს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ სკოლის ადმინისტრაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების მითითებების შესაბამისად“, - განაცხადა ოსტროლენკის მერმა პაველ ნიევიადომსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე