ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რის გამოც თავს განსხვავებულად გრძნობს. ეს შეგრძნება განსაკუთრებით აქტუალური და გამძაფრებული კი ბავშვობაშია. ვიღაც ზედმეტად მორცხვია, ვიღაც ძალიან ემოციური, ვიღაც ყველაფერზე ბევრს ფიქრობს, ვიღაც კი ისეთი მშვიდია, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ რა მოხდება, თუ სწორედ ის თვისება, რომელსაც ბავშვი ნაკლად მიიჩნევს, ერთ დღეს მის სუპერძალად იქცევა?
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ბავშვის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი თვისებების მიღებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქცევა უცვლელი უნდა დავტოვოთ. უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვს დავეხმაროთ, გაიგოს, რა დგას მისი ქცევის უკან და როგორ შეიძლება საკუთარი თავის ძლიერი მხარეების აღმოჩენა.
მაგალითად, თუ ის მორცხვია, არ ვუთხრათ უბრალოდ„იყავი უფრო თამამი“, არამედ ავუხსნათ, რომ სიფრთხილე, დაკვირვება და სხვების ემოციების კარგად შემჩნევა მისი ძლიერი მხარე შეიძლება იყოს და ცხოვრებაში ეს ბევრ რამეში დაეხმარება. ან თუ ბავშვი ძალიან ბევრს ფიქრობს და ნერვიულობს, მას შეიძლება ვასწავლოთ, როგორ გამოიყენოს ეს თვისება წინასწარ დაგეგმვისა და დეტალების შემჩნევისთვის.
ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უფროსებისგან მიღებულ მაგალითს, ისე ბავშვის საყვარელ გმირებსა და პერსონაჟებს. საკუთარი ნაკლის სუპერძალად ქცევის იდეითაა შექმნილი Strange Us - პერსონაჟების სამყარო, სადაც თითოეული მონსტრი განსხვავებულ ხასიათსა და ყოველდღიურ სირთულეს „აცოცხლებს“. ბრენდის მიხედვით, პერსონაჟები სხვადასხვა ტიპის ადამიანურ თვისებებს განასახიერებენ და მათი განსხვავებულობა სწორედ მათი ხასიათის ნაწილია.

მაგალითად, თიმის ნაკლი მისი მორცხვობა და შიშია. ის ადვილად ფრთხება და ხშირად გაუბედავია. თუმცა, სწორედ ეს სიფრთხილე აქცევს ყურადღებიან და მზრუნველ პერსონაჟად. ის გარემოს კარგად აკვირდება და სხვების მიმართ ყურადღებიანია. ასე მისი შიში და მორცხვობა, ერთი შეხედვით სისუსტე, დაკვირვებისა და ზრუნვის უნარად გარდაიქმნება.

დეკას სისუსტე მისი მუდმივი მოწყენილობა და უარყოფითი განწყობაა. თუმცა, სწორედ ეს დამოკიდებულება უბიძგებს, სხვებისგან განსხვავებულად შეხედოს იმას, რასაც სხვები უსარგებლოდ მიიჩნევენ. მისი გატაცება გადაყრილი ნივთების შეგროვებითა და მათი ახალი დანიშნულებით გამოყენებით კი ამ თვისებას კრეატიულობად და შემოქმედებით უნარად აქცევს.

გასის ნაკლი ზედმეტი სიმშვიდე და ჩუმი ხასიათია. ის ნაკლებად საუბრობს და ხშირად უბრალოდ აკვირდება მოვლენებს, რის გამოც შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს. თუმცა, სწორედ დაკვირვების უნარი ხდება მისი ძლიერი მხარე. მას ძალიან კარგი მხედველობა და სმენა აქვს.

ფორსის მთავარი სისუსტე მისი აგრესიულობა და ბრძოლისკენ მიდრეკილებაა. მას უყვარს კრივი და ბრძოლა, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება მხოლოდ პრობლემურ თვისებად აღიქმებოდეს. თუმცა, ფიზიკური ძალა და მებრძოლი ხასიათი საბოლოოდ სხვების დაცვის საშუალებად იქცევა.

ამ ისტორიების მთავარი აზრი კი ისაა, რომ ბავშვის ამა თუ იმ თვისებას მხოლოდ ნაკლის მხრიდან არ უნდა შევხედოთ. მორცხვ ბავშვს სჭირდება არა მოწოდება, რომ არ ეშინოდეს, არამედ განცდა, რომ შიში მის სიყვარულსა და მხარდაჭერას ვერ შეცვლის. ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვს მუდმივად არ უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველაფერზე ძლიერად არ რეაგირებდეს. მას უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოიყენოს ეს თვისება ემპათიისა და სხვისი ემოციების აღქმის გასაძლიერებლად, რაც უდავოდ ადამიანის ძლიერი მხარეა.
მშობლების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მას არ სჭირდება „იდეალური“ გახდეს იმისთვის, რომ მიღებული და საყვარელი იყოს. ჩვენი განსხვავებები ხშირად სწორედ ის თვისებებია, რომლებიც გვაქცევს უნიკალურ ადამიანებად.
Strange Us-ის მონსტრებიც სწორედ ამას გვახსენებენ. ყველას აქვს თავისი უცნაური მხარე, შიში, სისუსტე თუ განსხვავებული ხასიათი. მთავარია, ვისწავლოთ მათი მიღება და იმ ძალის აღმოჩენა, რომელიც მათ უკან იმალება.
და თუ გინდათ, ეს იდეა ყოველდღიურ ნივთებშიც გადაიტანოთ, Strange Us-ის საყვარელი მონსტრების ვიზუალით გაფორმებულ საკანცელარიო ნივთებს „ბიბლუსში“ შეიძენთ. ისინი მსოფლიოში უკვე უამრავი ბავშვის საყვარელი გმირები არიან და რთულ მომენტებში ძალასა და მოტივაციას აძლევენ.
(R)