პრემიერი - ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება - შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს

იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

„იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უწყება არის ღია და გახსნილი, შესაბამისად, სტანდარტი არის დაცული.

„როცა საჭიროა იძულების ზომის გამოყენება პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მე ვიცი, რა არის საერთაშორისო სტანდარტები და ამ შემთხვევაში პენიტენციური სამსახური მოქმედებდა სწორედ სტანდარტების შესაბამისად, პროპორციულობის, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ ესეც არის ჩვენი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული. თუ არის პრეტენზიები, ყველას შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს, მათ მიმართეს სახალხო დამცველს, მიმართეს სხვა უწყებებს, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება.

გამოძიების პირველადი შედეგები რა თქმა უნდა, ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნას ბოლომდე მიყვანილი.

კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე