„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზის მიწოდება მომხმარებლებს დღეს, 7 ოქტომბერს, 19:00 საათიდან აღუდგებათ.
“სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.
„თბილისი ენერჯიმ" სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყო ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაო, რომ მათ ბუნებრივი გაზის მიწოდება აღუდგეთ უმოკლეს ვადაში, უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით.
მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 5 ოქტომბერს შეუწყდათ. ამ დრომდე მათ გაზმომარაგებას შპს „ყამარი მ" ახორციელებდა
დღეს, 19:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად აღუდგება გაზის გარეშე დარჩენილ ყველა მომხმარებელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.