ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში, არსად ბრუნდება, უკვე პოლიტიკაშია

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს. ეს არის ის მოცემულობა. ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას, ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე