ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება არც მე მივიწერო საკუთარ თავზე ბოლო ორი წლის ეკონომიკური მაჩვენებლები და არც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიწეროს მანამდე სამი წლის მაჩვენებლები - არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“

ბოლო ორი წლის განმავლობაში, გავასუფთავეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან, აქაც მთავარი დამსახურება მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს - არ შეიძლება არც მე მივიწერო საკუთარ თავზე ბოლო ორი წლის ეკონომიკური მაჩვენებლები და არც სხვამ, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიწეროს მანამდე სამი წლის მაჩვენებლები, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს ეხებოდა, სადაც ის საკუთარ მიღწევებზე საუბრობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში, კორუფცია.

„არასდროს ვლაპარაკობ ჩემს მიღწევებზე ეკონომიკის კუთხით. იმიტომ, რომ რაც გვაქვს ეკონომიკაში მიღწევები, ეს არის გუნდის მიღწევები. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება არც მე მივიწერო საკუთარ თავზე ბოლო ორი წლის მაჩვენებლები და არც სხვამ, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიწეროს მანამდე სამი წლის მაჩვენებლები. ეს იყო იმ ჩაყრილი საფუძვლის შედეგი, რომელიც 2012 წლიდან არის სახეზე. 2012 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და ამან ნაყოფი გამოიღო 2021 წლიდან. არც წინა პრემიერის და არც ჩემი პერსონალური დამსახურება არ არის ეს ყველაფერი, ეს არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში, კორუფცია. ჩვენ რაც გავაკეთეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გავასუფთავეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან, ქვედა დონეზე გრძელდება მუდმივად მუშაობა. ჩვენ გავაკეთეთ ეს. აქაც მთავარი დამსახურება მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს. პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. თუ სადმე შეიძლება ვისაუბროთ ვინმეს პერსონალურ როლზე, ეს არის ზუსტად ის თემა, კორუფციასთან ბრძოლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზე საუბრობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა”.

„ამ თემებში სიღრმისეულად ვერ შევალთ. ძალიან კარგად იცის მან, საიდან დაიწყო ეს პრობლემები, რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ იყო პრემიერი, 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო, ვინ იყო მაშინ პრემიერი. მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა. როცა იცის, რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის „ნაცობა". აქედან ჩანს, რომ „ნაცობა" არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას. „ნაცური" აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა", არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა". ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს