მიხაილ კალუგინი - საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ევროკავშირი ულტიმატუმებისა და მუქარების ენას ამჯობინებს - რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს

ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, კალუგინის მტკიცებით, ევროპელები „მუდმივად ერჩიან თბილისს ანტი-რუსულ სანქციებთან არ შეერთების გამო“, რაც უმთავრესი მოთხოვნაა ევროკავშირის ყველა კანდიდატისთვის, ხოლო საქართველოს ხელისუფლება საპასუხოდ პატიოსნად ამბობს, რომ არანაირ შეზღუდვებს არ ექნება რუსეთზე გავლენა, მაგრამ უკიდურესად მძიმე შედეგები ექნება თავად საქართველოსთვის.

“საქართველოს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ ამჯობინებს ულტიმატუმებისა და მუქარების ენას და შესაძლოდ თვლის უკარნახოს ქვეყნებს, ვისთან ილაპარაკონ და რა ღირებულებებს დაეყრდნონ. არსებითად, ბრიუსელმა მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს მისი ჩარევის უფლება ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკაშიც. საქართველო შეეწინააღმდეგა ასეთ ნეოკოლონიალურ მიდგომას და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ ჩახშობას. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა მას “დემოკრატიულად ჩამორჩენილის” იარლიყი მიაკრა. ხელების გადაღუნვა დაუწეს საქართველოს იმისთვის, რომ ის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს. ამას გარდა, მუდმივად ერჩიან თბილისს ანტი-რუსულ სანქციებთან არ შეერთების გამო. დღეს ეს უმთავრესი მოთხოვნაა ევროკავშირის ყველა კანდიდატისთვის.

საქართველოს ხელისუფლება საპასუხოდ პატიოსნად ამბობს, რომ არანაირ შეზღუდვებს არ ექნება რუსეთზე გავლენა, მაგრამ უკიდურესად მძიმე შედეგები ექნება თავად საქართველოსთვის. შედეგად, ბრიუსელი ქართული ბიზნესის წინააღმდეგ სანქციებზეც გადავიდა”, - აღნიშნა მან.

მიხაილ კალუგინმა დასძინა, რომ რუსეთი ამოდის იქიდან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების აწყობა - საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.

„რაც შეეხება საქართველოს რუსეთთან კავშირებს, მათ ბუნებრივი ხასიათი აქვთ. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო რესპუბლიკაში ტურისტების მეოთხედი რუსები არიან. ჩვენ ქართული ტრადიციული საქონლის მთავარი მომხმარებელი ვართ”, - განაცხადა კალუგინმა.

მან ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე აღნიშნა, რომ ინიციატივა უნდა მოდიოდეს თბილისიდან.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ახალი არაფრის თქმა არ შემიძლია. ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს”, - განაცხადა კალუგინმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე