ნიკოლოზ მჟავანაძე დიდი ბრიტანეთის სანქციებზე - თავიდან იუმორით შევხედე, მაგრამ ეს სანქცია მთლად სახუმარო არ არის მეგობრებო - ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება

თავიდან იუმორით შევხედე, მაგრამ მთლად სახუმარო არ არის მეგობრებო ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე დიდი ბრიტანეთის მხრიდან მისთვის დაწესებულ სანქციებს.

მჟავანაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნული სანქცია სადამსჯელო ოპერაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ ის იზოლაციაში მოაქციონ.

“უნდა გითხრათ, რომ ეს [დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები] არის სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ პოლიტიკას არ ატარებენ.

თავიდან იუმორით შევხედე, მაგრამ მთლად სახუმარო არ არის მეგობრებო ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს იმიტომ, რომ ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება. გარდა ამისა, მე დამეკისრება სანქციები სოციალურ ქსელებში. დროის ამბავია და ეს ყველაფერი გაითიშება. ეს გამიზნულია იმისთვის, რომ მე იზოლაციაში მომაქციონ და მომწყვიტონ მედია-სივრცეს”, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე