მალგოჟატა გოშევსკა - საქართველოში ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა - ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა - საქართველოს პუტინს არ დავუთმობთ

გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების თაობაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიას ანადგურებს საქართველოში და ქვეყანა რუსული სტილის დიქტატურისკენ მიჰყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიები აკრძალვა.

ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ეს ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა და ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი მიხეილ სააკაშვილია - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა, წინააღმდეგობას უწევდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ხალხის მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურთ.

საშუალება მომეცით ხმამაღლა და ნათლად ვთქვა - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტპატიმარი. საშუალება მომეცით ვთქვა - შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა, გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ, ხალხის მთელი ქსელის წინააღმდეგ, ვინც უზრუნველყოფს რეპრესიების სისტემას.

საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი ადგილი ევროპაშია. ის არ ეკუთვნის ივანიშვილს. მას [საქართველოს] პუტინს არ დავუთმობთ”, - განაცხადა გოშევსკამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე