„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  - სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ასახავს გლდანის მე-7 მიკრორაიონის N1 კორპუსის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანებულ წყალმომარაგების გამანაწილებელ მილს და არა საკანალიზაციო თუ წყალსადენის ჭას

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია.

განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ასახავს გლდანის მე-7 მიკრორაიონის N1 კორპუსის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანებულ კომპანიის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების გამანაწილებელ მილს და არა საკანალიზაციო თუ წყალსადენის ჭას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები. უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და წყლის დინების შეჩერების მიზნით, ოპერატიულად დაიკეტა შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ წუთებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მილის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე