ევროკომისარი - ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ

ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ, - ამის შესახებ გარემოს საკითხებში ევროკომისარმა, ჯესიკა როზველმა ევროპარლამენტში დებატებზე განაცხადა.

ევროკომისარმა მოუწოდა “ქართულ ოცნებას”, რომ შეაბრუნოს საზიანო ქმედებები, ცვლილებები შეიტანოს ანტი-დემოკრატიულ კანონებში და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციის წევრები.

ასევე, ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არსიან დიალოგში ჩაერთოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ნდობა აღადგინოს.

მისი თქმით, ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ ევროპულ მისწრაფებებს.

„პარლამენტის ღირსეულო წევრებო, ქართველი ხალხი დიდი ხანია მიისწრაფვის ევროპული ოჯახის წევრობისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას მიმდინარე გამოწვევების ფონზე. და გამოწვევების ფონზე ევროკავშირმა ასევე უპასუხა - ჩვენ დავაქვეითეთ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები, ასოცირების შეთანხმების ორგანოების შეხვედრები შევაჩერეთ და შევაჩერეთ მხარდაჭერა, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ხელისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში ჩვენ შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის.

ამავდროულად, მყარად ერთგულები ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკავშირი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, რომ შეაბრუნოს თავისი საზიანო ქმედებები, ცვლილებები შეიტანოს ანტი-დემოკრატიულ კანონებში და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციის წევრები. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ არსიან დიალოგში ჩაერთოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ნდობა აღადგინოს. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ.

ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ ევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა როზველმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე