კშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - მათ სურთ საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ

მკაფიოდ უნდა ითქვას: „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” სურს, ქვეყანა საბჭოთა დროში დააბრუნოს.

“მათ სურთ, მთელი საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას - ეს ისეთი რამაა, რისაც კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ. ეს რეკონსტრუქციის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ „მწვანე“ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე