მედია - აშშ ციმბირიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებს - ჯონ კენედის აეროპორტში სამედიცინო პუნქტი მოეწყო

აშშ-ის ფედერალური უწყებები, რუსეთში შავი ჭირის პოტენციური შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, ერთად მუშაობენ ციმბირიდან ჩასული მგზავრების მონიტორინგისთვის, - ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა ერიკა შვარცმა განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები აკვირდებიან ციმბირიდან მიმავალი რეისების მგზავრებს; ამასთან, ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში - სადაც აღნიშნული რეგიონიდან რეისების უმეტესობა ჩადის - სამედიცინო პუნქტი მოეწყო.

ამავდროულად, შვარცმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი უწყება „სრულიად დარწმუნებულია, შეერთებული შტატებისთვის საფრთხე უკიდურესად დაბალია”.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს დიპლომატიური გზით აცნობა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის არმიწოდება ჯანდაცვის სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Wall Street Journal-ს დაუდასტურა, რომ მათ რუსეთის მთავრობისგან დამატებითი ინფორმაცია ოფიციალურად მოითხოვეს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე