მედია - რუსეთში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მნიშვნელოვან ქარხანასა და „იანდექსის” მონაცემთა ცენტრზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, ქარხანა „სასტას“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „იანდექს დც“-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს, რომელსაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.

Astra-ს ცნობით, მისმა OSINT-ანალიტიკოსმა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების საფუძველზე დაადგინა, რომ ხანძარი ჩარხთმშენებელი ქარხანა „სასტას“ ტერიტორიაზე გაჩნდა. Wikimapia-ს მონაცემებით, ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს შპს „იანდექს დც“-ის მონაცემთა ცენტრი.

გასულ თვეში მონაცემთა ცენტრის თანამშრომლებმა თავად გაავრცელეს მისი აღჭურვილობის ამსახველი კადრები და პირდაპირ განაცხადეს, რომ ცენტრი რუსეთის ფედერაციის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში მდებარეობს. “ტელეგრამ” არხი Astra განმარტავს, რომ კომპანია „სასტას“ მნიშვნელობა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის არა მზა შეიარაღების წარმოებაში, არამედ საწარმოო ბაზის უზრუნველყოფაში მდგომარეობს - მისი ჩარხები აუცილებელია მაღალი სიზუსტის ლითონის დეტალებისა და კვანძების დასამზადებლად.

ადრე „სასტა“ სპეციალურ ჩარხებს „როსკოსმოსის“ საწარმოებს აწვდიდა. საწარმო ასევე დასანქცირებულია კანადის, შვეიცარიის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აშშ-ისა და იაპონიის მიერ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სასოვოში „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შემდეგ კომპანიის მუშაობაში მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა.კერძოდ, დაფიქსირდა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული შეფერხებები, რის გამოც Yandex Cloud-ის ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრი მიუწვდომელი გახდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე