შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.