BBC - ესპანეთში გარდაიცვალა ხანდაზმული ქალი, რომლის გამოსახლებამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია

ესპანეთში გარდაიცვალა ხანდაზმული ქალი, მარიკარმენ აბასკალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში საბინაო კრიზისის პრობლემასთან დაკავშირებული საყოველთაო პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია, - ინფორმაციას BBC-ი მადრიდის მოიჯარეთა გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.

87 წლის მარიკარმენ აბასკალი 23 სექტემბერს საკუთარი ბინიდან - სადაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა - საკაცით იძულებით გაიყვანეს, რადგან ქირის გაზრდილი საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო.

მოგვიანებით, ბინის მფლობელმა კომპანიამ მას საცხოვრებელში დაბრუნება უფრო დაბალ ფასად შესთავაზა, თუმცა ქალმა ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეძლო, რადგან უკვე საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

BBC-ი წერს, რომ აბასკალის გარდაცვალების შესახებ ცნობას მადრიდის „პუერტა-დელ-სოლის“ მოედანზე, სადაც აბასკალის გამოსახლების შემდეგ ათასობით ადამიანი ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოთხოვნით იკრიბება, მწუხარებით შეხვდნენ და მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოედნის გარშემო კი ათობით სანთელი აანთეს. პლაკატებზე ეწერა: „ეს სიკვდილი კი არა, მკვლელობაა“, „ბრძოლა გრძელდება“ და „მარი კარმენი - მთელი ქვეყნის ბებია“; ასევე სხვა მსგავსი შინაარსის წარწერები.

ამის შემდეგ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა „პუერტა დელ სოლიდან“ ესპანეთის პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო; ისინი სკანდირებდნენ: „აღარ დავუშვებთ გამოსახლების არცერთ შემთხვევას“ და „ბრძოლა გრძელდება, მარი კარმენი კვლავ ცოცხალია“.

ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც მემარცხენე კოალიციას ხელმძღვანელობს და რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, 29 ნოემბრისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონგრესში საგანგებო საბინაო კანონპროექტის გატანა ვერ შეძლო. სანჩესმა განაცხადა, რომ მას სჭირდება „უფრო ფართო პროგრესული უმრავლესობა“, რომელიც რეფორმების გასატარებლად „ელიტების წინააღმდეგობას გადალახავს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის