სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავდა 3 ადამიანი, 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავდა 3 ადამიანი, 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლის მალთეფეს რაიონში 7-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.