თურქეთში, ართვინის პროვინციის ხოფას რაიონში, ფერდობიდან ჩამოწყვეტილი კლდის მასები სატვირთო ავტომობილების სადგომს დაეცა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის კასიმ თოპალოღლუ, რომელიც ინციდენტის დროს საკუთარი ავტომობილის გადარჩენის შემდეგ მეგობრების დახმარებას ცდილობდა, ადგილზევე დაიღუპა მას შემდეგ, რაც მეწყერის მეორედ ჩამოწოლის დროს თავში ქვა მოხვდა.
მეწყერმა ასევე დააზიანა მიმდებარე მცენარეული საფარი და ინფრასტრუქტურა.