გრიგოლ გეგელია ხელისუფლებაზე - ეს არის დაკარგული პერსპექტივის და დამსხვრეული ოცნებების რეჟიმი და ყველაზე კარგად ეს ვითარება ევროპარლამენტის რეზოლუციაშია აღწერილი

ეს არის გაშვებული შანსების ხელისუფლება, რომელიც თითოეულმა ქართველმა უმკაცრესად უნდა დასაჯოს მშვიდობიანი და დემოკრატიული ფორმით, სწორედ იმიტომ, რომ ყველა ქართველის შანსები და მომავალი იქნა დაღალატებული რამდენიმე რუსი არარაობის მიერ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციაზე.

გეგელიას შეფასებით, ევროპარლამენტის განცხადებები და რეზოლუცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის დასრულებული, „ვიდრე ეს რეჟიმი მართავს საქართველოს დე ფაქტო რეჟიმში“.

„პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ძალიან თვალსაჩინო ყველა ქართველისთვის, ეს არის ის, რომ ჩვენ ვკარგავთ შანსებს, ვკარგავთ მომავალს, ვკარგავთ მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი კეთილდღეობის რეალურ ბერკეტებს და ამით ზარალდება უკლებლივ ყველა ქართველი - ქართველი ფერმერი, ქართველი სტუდენტი, ქართველი მშობელი, საქართველოს ყველა მოქალაქე. ეს არის დაკარგული პერსპექტივის და დამსხვრეული ოცნებების რეჟიმი და ყველაზე კარგად ეს ვითარება არის აღწერილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში და იმ სულისკვეთებაში, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს, პოლიტიკური ბრიუსელიდან. ეს არის გაშვებული შანსების ხელისუფლება, რომელიც თითოეულმა ქართველმა უმკაცრესად უნდა დასაჯოს მშვიდობიანი და დემოკრატიული ფორმით, სწორედ იმიტომ, რომ ყველა ქართველის შანსები და მომავალი იქნა დაღალატებული რამდენიმე რუსი არარაობის მიერ“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს. ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის