ლევან სამუშია - „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არ გამოიწვევს საწვავზე ფასების კლებას - ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვა ქვეყნები?

შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება. როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დაუბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება.

„ყოველდღიურად მძიმდება საქართველოს მოქალაქეების ყოფა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ საწვავის ფასმა, კერძოდ, დიზელის ფასმა გადალახა 5-ლარიანი ნიშნული და დღეს არის 5.07 თეთრი, რაც მძიმეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან იცით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება. მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ აქვს არანაირი პასუხი. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, გლეხები, ფერმერები სოფლებს დატოვებენ, ვინაიდან ვერ ამუშავებენ მიწებს და წავლენ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში.

ფასების კომისიის შემქმნელებს, „ქართულ ოცნებას“ მინდა მოვუწოდო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, მიიღო იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე. „ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას. „ძლიერი საქართველო - ლელო“ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება.

დღეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნების მთავრობები ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, თქვენთვის კი მთავარია, რომ გაორმაგებული, რეკორდულად დიდი რაოდენობის ჯარიმები ამოუღოთ საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან. აგვისტოს თვეში 404 მილიონი ამოიღეთ ჯარიმის სახით. ამასთან დაკავშირებით კითხვა არ გაქვთ. თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ. დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება არის გაუსაძლისი!“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის