გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც რუსულ ნავთობკომპანიებს, ფინანსურ მომსახურებასა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი სანქციები გამოაცხადა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც, უწყების განცხადებით, ჩართულები იყვნენ რუსული ნავთობის წარმოებასა თუ ტრანსპორტირებაში, ხელს უწყობდნენ სამხედრო წარმოებას და ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლას.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ცნობით, 38 სანქცირებული ობიექტი მოიცავს რუსეთის ნავთობკომპანიებს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს და მათ, ვინც რუსეთს სამხედრო შესაძლებლობებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს აწვდიან.

სანქციების სიაში შედის, ნავთობის კიდევ 12 ტანკერი, რომლებიც, გაერთიანებული სამეფოს განცხადებით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში ოპერირებენ და მოსკოვს ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

სამი კრიპტობირჟა და ორი გადახდის პლატფორმა, რომლებიც, ბრიტანეთის ხელისუფლების ვარაუდით, რუსეთს ფინანსური სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

„მკაცრ ზომებს ვიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მათ შორის ფინანსური მომსახურებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მეშვეობით. გზავნილი მარტივია: თუ რუსეთს ამ ომის დაფინანსებასა თუ აღჭურვაში დაეხმარებით, შედეგების წინაშე აღმოჩნდებით“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებულთაგან ორი სუბიექტი A7-ის უკანონო ფინანსურ ქსელთან ტრანზაქციებს ამუშავებდა და მათ განხორციელებას ხელს უწყობდა.

სასანქციო სიაში ასევე შედიან 17 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართული არიან იმ საქონლის მიწოდებაში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მათ შორის, რუსეთში მოქმედი მანქანა-დანადგარების, ელექტრონიკისა და რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის გამოყენებული მასალების იმპორტიორები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის