„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ - აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 19 თეთრით შევამციროთ

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში“ აღნიშნავენ, რომ აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეიძლება საწვავის ფასი 19 თეთრით შემცირდეს.

განცხადების თაანხმად, დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კიდევ ერთხელ ეხმიანება საწვავის მაღალ ფასებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, საწვავზე აქციზის შემცირების საკითხს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ და ვუპასუხოთ მცდარ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, თითქოს საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ბიუჯეტში ისეთ დეფიციტს გამოიწვევს, რომლის დაკომპენსირება სხვადასხვა პროგრამისა თუ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გამოდის, რომ დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, ვინაიდან ნავთობპროდუქტების აქციზში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც აქციზის განაკვეთის ცვლილებას არ ვეხებით.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ამ თანხის დაკომპენსირება. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმა-საურავებიდან ბიუჯეტმა 127 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 150%-ით მეტია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ფასების გამო, ისედაც იზრდება სხვა გადასახადებიდან, მაგალითად, დღგ-დან მიღებული შემოსავლები. ესეც გარკვეულწილად დააკომპენსირებს იმ დანაკლისს, რომელიც შესაძლოა აქციზის განაკვეთის შემცირებამ გამოიწვიოს.

ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოთ მოყვანილი დანაკლისი გაანგარიშებულია ექვს თვეზე, მაშინ როდესაც აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილება შესაძლებელია სულაც არ იყოს ამ ვადით განსაზღვრული, რაც გაცილებით ნაკლებ დანაკლისს ნიშნავს.

და ბოლოს, აქციზის განაკვეთის განახევრებით, ლიტრი ბენზინის გაიაფება დღესვე შეიძლება თითქმის 19 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში - 17 თეთრით. ეს კი ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ პერიოდში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის