“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე „წლის კომპანიად“ დასახელდა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მფლობელმა, წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, iAgua Awards 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე „წლის კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯივიპი" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჯილდოება წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების - Smart Water Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა. კონგრესმა 500-ზე მეტი დელეგატი და 141 სპიკერი გააერთიანა წყლის რესურსების მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების გზების განსახილველად.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან წელს Aqualia-ს ბრენდი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ, მიღებული ჯილდო Aqualia-ს 15,000-ზე მეტ თანამშრომელს მიუძღვნა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე.

„უკვე მეოთხედი საუკუნეა, ეს ბრენდი ჩვენს მთავარ ღირებულებებს - მაღალ პასუხისმგებლობას, ინოვაციასა და მდგრადობას აერთიანებს“, - აღნიშნა სანტიაგო ლაფუენტემ.

iAgua-ს აღიარება Aqualia-სთვის გამორჩეულად წარმატებულ წელს მოჰყვა. კომპანიამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯი გადადგა და 30-წლიანი კონტრაქტებით იაპონიის ბაზარზე შევიდა - ეს ესპანური წყლის ოპერატორებისთვის პრეცედენტული შემთხვევაა. ამასთანავე, მიმდინარე წელს Aqualia-მ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა ესპანეთში, საფრანგეთსა და პერუში.

Aqualia წყლის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში 45 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის