საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე - პენიტენციური სამსახური ცრუობს - მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას

ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არცერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე ავრცელებს.

ადვოკატი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ კამერების ჩანაწერები.

„სივრცეში, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ, მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემ მიერ მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დასაცავი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დოკუმენტირება, მათზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, რომლის შეზღუდვაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებული პირის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას”, - წერს ადვოკატი.

მანამდე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა.

უწყება განმარტავს, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებული განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელისშეშლასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საიას განცხადებით, ადვოკატს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერის გატანის უფლება არ მისცეს, რაზეც სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის