ისრაელის პრეზიდენტმა შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ისრაელური მედია ავრცელებენ.
კერძოდ, აღინიშნება, რომ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობისთვის მედლით ექვი ადამიანი დააჯილდოვა, რომელთაც დუბაიდან ისრაელისკენ ფრენის დროს თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, ტერორისტი გაანეიტრალეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს დაჭრილ პილოტს.
დაჯილდოებულები არიან შოთა მუსაევი [ქართველი წარმოშობის ექიმი] , იანივ ჰაიონი, ცვიკა მანასი, ტალი მანასი, ასაფ რაჟვანი და ორ პერდილოვი. აღინიშნება, რომ სწორედ შოთა მუსაევმა აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება ტერორისტის მიერ დაჭრილ პილოტს.
“ბევრი სასწაული მოხდა მაგ დღეს. ადამიანთა ჯაჭვს წარმოვადგენთ, რომლებმაც დახმარება გაწიეს; ერთი რგოლიც რომ დაკლებულიყო, ჯაჭვი გაწყდებოდა. ყველა გმირულად მოქმედებდა”, - განაცხადა მუსაევმა.