ვოლოდიმირ ზელენსკი რუბიოს განცხადებაზე - არ შეიძლება რუსებს ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და ამბობდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ - პირი გაუკერეთ რუსებს - დაგვეხმარეთ დავიცვათ ცა და მოვიპოვოთ დომინაცია - ეს ჩიხი არაა, ეს ნების ნაკლებობაა

არ შეიძლება ერთი მხრივ რუსებს რაღაც სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და მეორე მხრივ ამბობდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ქალაქ პრილუკიში, სადაც რუსული რაკეტის საცხოვრებელ სახლში მოხვედრის შემდეგ 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება უარყო იმის თაობაზე, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია, ვინაიდან, ვითარება “ჩიხში” შევიდა. მან აშშ-ს მოუწოდა, უკრაინას დაეხმაროს ცაში უპირატესობის მოსაპოვებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად.

“გესმით, არ შეიძლება ერთი მხრივ რუსებს სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და მეორე მხრივ, ამბობდე, რომ პოლიტიკურ ვითარებაში ვართ, რაღაც დიპლომატიურ ჩიხში. არ ვართ დიპლომატიურ ჩიხში. ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა. პირი გაუკერეთ რუსეთს. ნუ კვებავთ მათ თქვენი მიყიდვებით. უბრალოდ სანქციები დაუწესეთ მათ შეიარაღებას. გახსენით “სტარლინკი” ჩვენთვის, უკრაინისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა “სტარლინკი” გახსნა, როდესაც ირანს პასუხობდა, რის შედეგადაც “ისრაელი მთლიანად აკონტროლებდა ირანის ცას”.

“ანუ, როდესაც გჭირდებათ, ეს მუშაობს… მათთვის უკრაინის დახმარება არაფერი არ ღირს. და ღიად ვამბობ: “მოგვეცით, დაგვეხმარეთ დავიცვათ ცა და დომინაცია მოვიპოვოთ. შედეგად პუტინი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რატომ? რადგან დაკარგავს ყველაფერს. სამ, ორ თვეში ყველაფერს დაკარგავს. და ჩვენ ველოდებით როდის ექნებათ ჩინელებს ამის ანალოგი და რუსებს გადასცემენ. მაშინ სად არის აქ სიმართლე, სად არის აქ პატიოსნება, სად არის ეს ყველაფერი? რა ჩიხი? ეს ჩიხი არაა, ეს ნების ნაკლებობაა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის