რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონულ-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელზე, მიხაილო სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ავტომობილები.