საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

თბილისში, საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.

„საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია, სადაც საბანკო და რითეილ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. Fusion Georgia ამ სექტორებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ქართული კომპანიების საჭიროებებს მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ მომსახურების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას“, - განაცხადა ბს/2 ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.

“ბაზისბანკ ჯგუფი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ლიბერთის და ბაზისბანკის, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ციფრული სერვისები და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული და ფიზიკური საბანკო არხები ერთიანად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბანკომატების ქსელის მოდერნიზაციას, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს.

მჯერა, რომ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა BS/2, შევძლებთ კიდევ უფრო თანამედროვე და ინოვაციული საბანკო მომსახურების შექმნას საქართველოში.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა გაერთიანების შედეგი ყოველდღიურ მომსახურებაში იგრძნოს - მეტი ხელმისაწვდომობით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკეთესი საბანკო გამოცდილებით", - განაცხადა გიორგი ქოროღლიშვილმა, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ციფრული ოფისის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებამ გააერთიანა საბანკო, ფინტექ, მიკროსაფინანსო, რითეილ, ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიური სექტორების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ბანკებისა და კომპანიების, Mastercard-ის, Visa-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ექსპერტები.

BS/2-ის შესახებ

BS/2 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც საბანკო და რითეილ გადაწყვეტილებების შემუშავების 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციაში, თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის მართვასა და ციფრული სერვისების დანერგვაში ეხმარება. BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი და მომსახურებას მსოფლიოს 80 ქვეყანაში უზრუნველყოფს.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს