როცა ჩვენს ოპოზიციას გაუჭირდება , ან ზახაროვა, ან რომელიმე რუსი ოფიციალური პირი გამოვარდება და ისეთ განცხადებას გააკეთებს, რომ მათ სალაპარაკო გაუჩინოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მოსკოვიდან გაკეთებული განცხადებები რეალურად არა მმართველი გუნდის მხარდაჭერას, არამედ ოპოზიციისთვის პოლიტიკური თემების შექმნას ემსახურება.
“ზახაროვასი, ან სხვა ვინმე რუსეთის ოფიციალური პირის ერთი განცხადება გამახსენეთ, რომლის გამოყენებაც ჩვენთვის იყო შესაძლებელი. რატომ ამბობს ეს ხალხი ყოველთვის ისეთ რაღაცას, რომელი ხელის დასარტყმელად, „ტოპკას“ ეძახიან ქუჩურად, სულ ოპოზიციის სასარგებლოდ რომ შეიძლება იქნეს გამოყენებული? როგორ შეიძლება ჩვენი გულშემატკივარი იყოს, მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი განცხადება მაინც გაეკეთებინა ისეთი, ჩვენ რომ გამოგვადგებოდა, ვთქვათ, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ან სადმე. რატომ ხდება ეს, რომ სულ იმათ სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ? მე უკვე ამ კითხვაზე დიდი ხანია პასუხი გაცემული მაქვს და ალბათ ხალხმაც გასცა პასუხი. გაანებეთ ამ ზახაროვას თავი. როცა გაუჭირდება ჩვენს ოპოზიციას, ან ზახაროვა, ან ვინმე გამოვარდება და უცებ ისეთ განცხადებას გააკეთებს, რომ ცოტა ხანი მაინც რაღაცა სალაპარაკო გაუჩინოს ვინმეს. მომიტრიალეთ კითხვა მაშინ, ეს ზახაროვა ან სხვა ვინმე თუ ისეთ განცხადებას გააკეთებს, აი აქედან მე რომ გამოგვადგება და ვინმეს წინააღმდეგ გამოვიყენებ. რაღაც არ მახსენდება ჯერჯერობით ასეთი. არ შეიძლება, რომ თქვენ იყოთ ჩემი მომხრე და წლების განმავლობაში ისეთ განცხადებებს აკეთებდეთ, ჩემ წინააღმდეგ რომ იყენებდნენ? ახლა სულელები ხომ არ ვართ, არა?”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვა განაცხადა, რომ არარეგიონალური მოთამაშეები საქართველოს რუსოფობიური ხასიათის სახიფათო ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ, არსებული ვითარება კი მათთვის ყელში გაჩხირული ძვალია.ზახაროვას მტკიცებით, თბილისი მკაფიოა, რომ არ აპირებს იმოქმედოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რადგან არ უშვებს კარნახს გარედან.
ზახაროვას თქმით, მოსკოვს ესმის თბილისის მცდელობების, აღმართოს ბარიერი გარედან მომავალი „დესტრუქციული გავლენების“ წინააღმდეგ და არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა დასავლურ, „რუსოფობიურ ავანტიურებში“.