ირაკლი კობახიძე - მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

დღეს, როდესაც სატრანსპორტო მარშრუტები იცვლება და შუა დერეფნის მიმართ ინტერესი იზრდება, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

”გილოცავთ დღევანდელ დღეს! მიხარია, რომ გრძელდება ჩვენი ტრადიცია და დღესაც ერთად აღვნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ, გამორჩეულ დღეს.

საქართველოს რკინიგზის ისტორია 154 წელიწადს ითვლის. ეს ისტორია 1872 წლიდან იწყება, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა. მას შემდეგ, საუკუნე-ნახევარზე მეტია, რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება.

დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტებთან, ავტომაგისტრალებთან და აეროპორტებთან ერთად, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის რკინიგზის განახლება და გაძლიერება.

გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის ისტორიული მოდერნიზაცია, რომლის შედეგადაც გაორმაგდა გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდა გადაზიდვის დრო. ასევე ჩვენ დავასრულეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და რკინიგზის ამ მონაკვეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ოპერირება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს