ირაკლი კობახიძე - ზედა ეშელონებში კორუფცია დაახლოებით 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში იყო და ამ პრობლემამ თავი სუბიექტური, არასწორი მოქმედებების გამო იჩინა - ეს პრობლემები მანამდე არ ყოფილა, დღეს კი სისტემა კორუფციისგან თავისუფალია

დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა კორუფციულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი - ასეთი ტიპის პრობლემები არც მანამდე იყო, ხოლო დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ყველა დონეზე პრინციპულად თავისუფალია კორუფციისგან, - ეს განცხადება მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან დაახლოებით წელიწადნახევარი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ბევრ რამეში ჩაეხედათ, გამოევლინათ, გადაელაგებინათ და ეს პროცესი 2025 წლის ივნისში დასრულდა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე გამოსაძიებელია, ამას შესაბამისი უწყებები გააკეთებენ.

“ეს პრობლემები [კორუფცია] დაახლოებით ორწლიანი პერიოდის განმავლობაში იყო. როგორც კი ასეთი პრობლემები სისტემური სახით გამოვლინდა, ჩვენ მაშინვე ჩავერიეთ, მაშინვე გაკეთდა განაცხადი და ძალიან მკაფიო მინიშნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ის გარკვეულ პრობლემებს ხედავდა, რასაც დაძლევა და მოგვარება სჭირდებოდა. ჩვენ ამაზე მუშაობა მყისიერად დავიწყეთ.

დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეული სუბიექტური, არასწორი მოქმედებების გამო თავი კორუფციულმა პრობლემებმა იჩინა. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული თავდაცვით იმ თავდასხმების მიმართ, რაც გარედან ხორციელდებოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ყველაფერზე კონცენტრირება რთული იყო.

დღეს სახელმწიფო ძლიერია, ისე როგორც არასდროს და შეგვიძლია თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებული როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ასევე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე.

კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, აქ ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს