საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს თბილისში, შარმიან ლივერს, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ბრიტანეთის საელჩოს შორის არსებული თანამშრომლობა, საერთო ინტერესის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლებრივი პროფესიის განვითარებისა და ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასოციაცია აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს, რათა გაძლიერდეს საერთაშორისო მხარდაჭერა ადვოკატის პროფესიის განვითარებისა და გაძლიერების, პროფესიული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.