გრიგოლ გეგელია - რეჟიმმა კი არ უნდა დაიბაროს დაკითხვაზე კორუფციაში გახვეული პირები, ხალხმა კინწისკვრით უნდა გაყაროს პოლიტიკურ სანაგვეზე წყნარად, აღელვების გარეშე და მერე სასამართლომ დაიბაროს ყველა, მათ შორის კობახიძე - მე ამ დღეს ვხედავ!

კობახიძის ვითომ ანტიკორუფციული ტენდენცია არის შემდეგი: ის ერთი შეხედვით ადამიანებს აკავებს კორუფციის გამო, მაგრამ ყველა ასეთი დაკავების მიღმა გარკვეული კლანური ინტერესი დგას - მისი ერთადერთი ფუნქცია არის კორუფციული გზის სისტემის შენარჩუნება. ამ სისტემამ უნდა კვებოს ბიძინიზმის დოქტრინა საქართველოსი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც „საქართველოს ფოსტაში“ საგამოძიებო სამსახურის შესვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ კორუფცია ერთადერთ შემკვრელ ენერგიად დარჩა, რომ ეს „მონათა პრივილეგიის სისტემა უზრუნველყოფილი იქნას და საწვავი მიეწოდოს“.

„არ ვიცი, „საქართველოს ფოსტაში“ როგორი კლანური განაწილებაა ან აქამდე როგორი იყო, მაგრამ ვიცი კობახიძის ფორმულა ამ კუთხით - ის ანტიკორუფციული ბრძოლის საფარს იყენებს იმისთვის, რომ ერთი: დასაჯოს საკუთარი შიდაკლანური ოპონენტები და მეორე: საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება უფრო მეტად განავრცოს - საკუთარი ვარჯი გაიდგას. არცერთი სხვა შემთხვევა ე.წ. ანტიკორუფციული ბრძოლისა მე არ მახსენდება. საერთოდ არ მწამს, რომ ამ რეჟიმის პირობებში ვინმე კორუფციას ებრძვის, რადგან ეს რეჟიმი თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია. მისი ერთადერთი ფუნქცია არის კორუფციული გზის სისტემის შენარჩუნება. ამ სისტემამ უნდა კვებოს ბიძინიზმის დოქტრინა საქართველოსი. ის ერთადერთი შემკვრელი ამბავიც, რომ ვითომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყვნენ, ხუხულასავით ჩამოიშალა. როგორ შეიძლება რომ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო, მაგრამ დატოვო იგივე კლანი, სუს-ი, კრიმპოლი. გეკა გელაძეს პოსტებზე დაატარებდე, რომელიც დიმიტრი შაშკინის კადრი იყო. როგორ შეიძლება განათლების მინისტრად ადეიშვილის მოადგილე გყავდეს და ამ დროს ისეთ ხალხს ეძახდე „ნაციონალს“ და აგენტს, რომელიც სკოლაში სწავლობდა მაგ დროს. კორუფცია ერთადერთ შემკვრელ ენერგიად დარჩა, რომ ეს მონათა პრივილეგიის სისტემა უზრუნველყოფილი იქნას და საწვავი მიეწოდოს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება იმას, ვისზე მიდის პასუხისმგებლობა სახელმწიფო საწარმოებში კორუფციულ დანაშაულებზე, გრიგოლ გეგელიამ უპასუხა, რომ პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს ეკისრება.

„რა თქმა უნდა, პირველი პასუხისმგებლობა ე.წ პრემიერს ეკისრება და შემდეგ ყველა იმ მინისტრს, ვინც შესაბამის დარგებზეა პასუხისმგებელი. მაგრამ მე არ ვიზიარებ დიდად იმ სენტიმენტს, რომ ამ რეჟიმმა ვინმე უნდა დაიბაროს. ეს რეჟიმი ვინმეს მაშინ იბარებს, როცა მხოლოდ კობახიძეს აწყობს. რეჟიმმა კი არ უნდა დაიბაროს, არამედ ქართველმა ხალხმა კინწისკვრით უნდა გაყაროს პოლიტიკურ სანაგვეზე - დემოკრატიულად, მშვიდობიანად, წყნარად, სოლიდურად, აღელვების გარეშე. შემდეგ სასამართლომ უნდა დაიბაროს უკლებლივ ყველა, მათ შორის ირაკლი კობახიძე და მე ამ დღეს ისევე ვხედავ, როგორც ახლა თქვენ გიყურებთ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კრიტიკას ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროინდელ პერიოდზე, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ეს არის, ერთი მხრივ, ღარიბაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება, მეორე მხრივ, კობახიძის სანუკვარი შიდაპარტიული ოცნების ახდენა, რაც ყოველთვის იყო ირაკლი ღარიბაშვილის ჩაძირვა.

„მათი ქიშპის შესახებ ყოველთვის კარგად იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. რა პრეისტორია აქვთ, არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ამ ორ ადამიანს, რომ მუდმივი შიდაკლანური დაპირისპირება ჰქონდათ, წლების განმავლობაშიო ძალიან აქტიურად გვესმოდა. ახლა კობახიძე გადასულია ღარიბაშვილის კლანის სრულ ამოშანთვაზე და საკუთარი კლანის გამყარებაზე,რადგან იმის ერთადერთი პერსპექტივა, რომ კობახიძე იყოს მეტ-ნაკლებად ბედნიერი და თავისუფალი პრემიერობის შემდეგაც, გადის იმაზე, რომ მისი კლანი გაძლიერდეს და მისმა ხალხმა ჩაანაცვლოს თავადვე. ეს არის გადარჩენის მცდელობა. კობახიძე უჭკუო კაცი არ არის - საშინელებაში იყენებს, მაგრამ ჭკუა აქვს. ძალიან დიდი ჭკუაც არ სჭირდება იმის დანახვას ყველა მის წინამორბედს რა დაემართა. რამდენი პრემიერი და თავდაცვის მინისტრია უკვე საპყრობილეში ან იდევნება. ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რა ელის ყველა შემდეგ ბიძინიზმის ეპოქაში ანუ მათ მიერვე შექმნილი მონსტრი როგორ მოქმედებს მათ წინააღმდეგ. მეცინება, რომ ღარიბაშვილსაც „ნაცს“ უწოდებს. პროპაგანდაშიც ვეღარ ზომავენ უკვე. ღარიბაშვილი რაც არ უნდა ხეპრე იყოს, პოპულარული ხეპრეა „ქოცთა“ საზოგადოებაში, ამ ხალხს ეუბნები, რომ თურმე სულ ტყუილად იყენებდი მთელი ეს წლები „ლელოზეც“ და სხვებზეც ამ ბრიყვულ, მავნებლურ ეპითეტს, რომელიც ვითომ ადამიანებს უნდა აღწერდეს. ესეც მისასალმებელია და მომწონს, რომ კობახიძე ასე ფლანგავს ბოლო პროპაგანდისტულ რესურსს. რაღა დარჩათ? „ნაცები“, „ნაცები“ , „ნაცები“ და „აგენტები“, „აგენტები“, „აგენტები“ - ეს პარანოია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ მომავალზე და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური მანდატი ამოწურულია.

„არ ვიცი ეს ე.წ. მოხსენება [მთავრობის ბოლოს სხდომაზე კობახიძის მიერ წარდგენილი ანგარიში] რას ემსახურება, მაგრამ ის, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან მალე აღარ იქნება პრემიერი, ეს ცხადია. ველი, რომ ამ წლის ბოლომდე უკვე ბიძინა ივანიშვილს ახალი პაიკი ექნება გამოგონებული, რომ ე.წ. პრემიერის ფეხსაცმელი შეავსოს. საქართველოს ჰყავს ერთადერთი მმართველი - ბიძინა ივანიშვილი და არავინ სხვა. ჩემთვის სრულიად ნომინალურია კობახიძე იქნება პრემიერი, ქვრივიშვილი, სალია, თუ სხვები. არანაირი აზრი არ გააჩნია ამ ყველაფერს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის სათავეშია. ივანიშვილი ძლიერი არ არის, არ აქვს წარმოდგენა რა გააკეთოს. ის იმ ინსტრუმენტების მფლობელია, რაც ძალაუფლებას ანარჩუნებინებს. მას ამ საზოგადოებაში არ გააჩნია დასაყრდენი“, - განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამისა, გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას შეეხება და კითხვაზე, რაზე იქნება დამოკიდებული საბოლოოდ, აკრძალავენ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს, გრიგოლ გეგელიამ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია „ბიძინა ივანიშვილის ხასიათზე იმ დილით“.

„ხასიათში პირდაპირი გაგებით ხასიათსაც ვგულისხმობ და ამავე დროს მის გათვლებს და პროგნოზებს. ივანიშვილს არ აქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული - საით უნდა გადაიხაროს. ეს მათ შორს ჩანს, „საბოტაჟის საქმის“ ტემპში, ამერიკასთან მცდელობებში, ფაფხურში. ჩემი აზრით, მთლიანად ეს პროცესი გავა საგარეო დინამიკაზე. მათ შორის, აშშ-სთან ორმხრივ დიალოგზე. რუსეთ-უკრაინის დინამიკაზე. ეს უფრო რთული ცვლადია, რადგან არავინ იცის რამდენი ხანი გასტანს ეს ომი“, - განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება ევროპარლამენტის მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ასეთი განსხვავებული პარლამენტიც კი თანხმდება „ქოცებზე“.

გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ არის ავადმყოფობა, „შავი ჭირი“.

„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები შეიძლება ახსოვდეს, რადგან ამ პრიზმაში უყურებენ ყველა სხვას. ამ ფონზე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული პარლამენტი მთელი კონტინენტის წარმომადგენლობაა და აერთიანებს რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფს. ასეთი განსხვავებული პარლამენტიც კი თანხმდება „ქოცებზე“. რამდენიმე პრორუსი გიჟის გარდა, რომელიც იქ არსებობს. იქაც არიან „ქოცები“, ის ექსკლუზიურად ქართველი ფენომენი არ არის. „ქოცი“ „ჰომო საპიენსის“ კონკრეტული სახეობაა, რომელიც შეპყრობილია დაბალი ინტელექტით, მაღალი კონსპიროლოგიით და მოწადინებით, რომ კაცობრიობის პროგრესი მოკლული იქნას. საქართველოშიც ასეთია, „ქოცი“ უნგრეთშიც და ამერიკაშიც. ასეთი ხალხის გარდა ყველა შეთანხმებულია, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - „ქართულმა ოცნებამ“ - მილიონებით ქართველს მოუსპო მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის პერსპექტივა და ყველა ქართველი და ყველა ჩვენგანი დაგვაშორა იმ ცივილიზაციურ სარტყელს, რასაც ევროპული კავშირი წარმოადგენს. აქეთ მხარეს არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ებრძოდა და ახლა ეთანხმება იმას, რომ საქართველოში ერთპარტიული დიქტატურა იყოს. როდესაც ამბობ, რომ 4 ყველაზე მსხვილ პარტიას აუქმებ, აცხადებ დიქტატურას ქვეყანაში. ვინც ამას ხელს აწერს, არასდროს აღარ თქვას, რომ დემოკრატიისთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა აგვკრძალოს „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, რაც უნდათ ის უქნიათ, კისერი უტეხიათ. ვინც დღეს საქართველოს რესპუბლიკის დასამარებას მოაწერს ხელს, ხვალ ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან.

გარედან სწორ ქმედებებს ველი, მაგრამ არა იმას, რომ ჩემს ნაცვლად ვინმე აქ ხელისუფლებას შემიცვლის. ეს ჩვენი, როგორც ერის ამოცანაა. „ქართული ოცნება“ არის ავადმყოფობა, „შავი ჭირი“, რუსეთიდან რომ ეშინიათ - რუსეთი კი აგერ ზის“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს