კახა კალაძე - ხმაურის ზღვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს

გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილი რეგულაციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი.

როგორც მერმა აღნიშნა, პირადად მიიღო არაერთი შეტყობინება ავტო და მოტო მოყვარულებისგან, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

„ერთი პრობლემა რაც არის, ეს არის ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ გამზირებზე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, თუმცა არის მეორე მხარე - ავტო და მოტომოყვარულები. სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, მოტომოყვარულმა და ავტომოყვარულმა მომწერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ შეიძლებოდა რაიმე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარგობრივი ფედერაციები.

„როგორც პრემიერმა ისაუბრა დღეს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, როგორც ავტო-მოტო ფედერაციები კონკრეტული ადამიანების ჩართულობით, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველასთვის - როგორც ავტო და მოტომოყვარულთათვის, ასევე, ისე რომ არ შევაწუხოთ და დავაზიანოთ მოსახლეობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს