საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3%-ით ნაკლები იყო.
„საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი; მშენებლობა - 2 328 ლარი; სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.
2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.