საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუამ მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა

30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს, მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026 გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ჩატარდა.

„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო სექტორის, ბიზნესასოციაციების, ინვესტორებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლები. ფორუმის ძირითადი თემები იყო ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და კრიტიკული მინერალები.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ვეკუამ. მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მან ისაუბრა რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა CAREC Chambers Alliance-ის (CCA) შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ალიანსი CAREC-ის წევრი ქვეყნების ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და ბიზნესასოციაციებს შორის თანამშრომლობის ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

CAREC Chambers Alliance ხელს შეუწყობს პალატებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, CAREC-ის პროგრამასა და კერძო სექტორს შორის უფრო სისტემური თანამშრომლობის განვითარებას და ბიზნესის ინტერესების რეგიონულ დონეზე წარმოჩენას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს