„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საკონტეინერო, გენერალური და საბორნე ტვირთების ზრდას ინარჩუნებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2026 წლის პირველი ცხრა თვის ოპერაციული შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონაცემები საკონტეინერო, გენერალური და საბორნე გადაზიდვების მიმართულებით ზრდის შენარჩუნებას ასახავს.

„მაღალი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს პორტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს, როგორც რეგიონულ და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს შორის დამაკავშირებელი სტრატეგიული კარიბჭის, განვითარებაში.

რაც შეეხება მთავარ საოპერაციო მაჩვენებლებს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 525 211 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. წლის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ტერმინალმა 65 759 TEU დაამუშავა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობაც - წლის პირველ ცხრა თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 336 საკონტეინერო გემს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 268 გემს შეადგენდა. მხოლოდ სექტემბერში ნავსადგური 45 საკონტეინერო გემს მოემსახურა.

განსაკუთრებით მაღალი ზრდა გენერალურმა ტვირთებმა აჩვენა. მათმა მოცულობამ 324 656 ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 61,7%-ით მეტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, ზრდა დაფიქსირდა საბორნე ოპერაციების მიმართულებითაც. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობამ 162 843 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი 123 350 ტონა იყო.

„ეს შედეგები ასახავს რეგიონული სავაჭრო ნაკადების მდგრადობას, ჩვენი მომხმარებლების ნდობასა და თანამშრომლების ერთგულებას. როგორც საქართველოს უდიდესი საზღვაო ნავსადგური, კვლავაც ორიენტირებული ვართ უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერაციების უზრუნველყოფაზე და ამავე დროს ვაგრძელებთ ინვესტირებას ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებაში. კავშირების გაძლიერებითა და მზარდი სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებაში“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა ახან ახანოვმა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მზარდი ტვირთნაკადებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის საპასუხოდ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი მრავალფუნქციური მობილური საპორტო ამწის შეძენით აძლიერებს საკუთარ შესაძლებლობებსა და ოპერაციულ მოქნილობას.

„ინვესტიცია ხელს შეუწყობს ტვირთების ეფექტიან დამუშავებას და კიდევ უფრო გააძლიერებს ნავსადგურის, როგორც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო კარიბჭის, როლს.

ახალი ამწის მიწოდება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პორტის საკონტეინერო გამტარუნარიანობა 650 000 TEU-ს გადააჭარბებს, ხოლო როგორც კონტეინერიზებული, ისე არაკონტეინერიზებული ტვირთების დამუშავების წლიური შესაძლებლობა დაახლოებით 500 000 ტონით გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს