მასუდ პეზეშკიანი დსთ-ის სამიტზე - ირანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით „დსთ+1“ ფორმატის შექმნას გთავაზობთ

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი დსთ-ის სამიტზე ორგანიზაციასა და თეირანს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით „დსთ+1“ ფორმატის შექმნის შეთავაზებით გამოვიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ირანი საკუთარ თავს რეგიონის ურთიერთდაკავშირებული გეოგრაფიის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევს და ეს კავშირი არა მხოლოდ გეოგრაფიულია, არამედ ისტორიაში, კულტურასა და ხალხებს შორის კონტაქტებშიც აისახება.

“ირანი მოქნილი და ეფექტიანი დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის - „დსთ-ის ქვეყნები პლუს ირანი“ ან „დსთ+1“ ფორმატის - შექმნის შეთავაზებით გამოდის”, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა დსთ-ის სამიტზე, რომელშიც ის პირველად მონაწილეობს.

პეზეშკიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ერთობლივი მუშაობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანზიტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა, სამთო მოპოვება, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, წყლის რესურსები და გარემოს დაცვა, ტურიზმი, ასევე სამეცნიერო და კულტურული კავშირები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს