კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ომსკში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია და ასევე უხტას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 1900 კილომეტრში მდებარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, უხტაში მდებარე ობიექტს An-196 RS“ ტიპის დრონებით დაარტყეს.
“უხტაში მდებარე სამიზნეზე დარტყმა An-196 RS ტიპის დრონებით განხორციელდა, რომლებსაც დაახლოებით 2 500 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლიათ; ამავდროულად, წინა დღეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ FP-6 დრონები (მოდიფიცირებული „FP-1“) გამოიყენეს”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზე რეაგირებას მაღალი სიზუსტით ახდენს.
“ვაგრძელებთ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზე რეაგირებას და ამას მაღალი სიზუსტით ვაკეთებთ. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი მონაცემთა ცენტრი -ეს ჩვენი სიმეტრიული პასუხია. ჩვენი მეომრების მიერ სიზუსტის მნიშვნელოვანი დემონსტრირება. დიდება უკრაინას!”- წერს ზელენსკი.