ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, რომლებმაც მოკვლის განზრახვით მამაკაცი მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კერძოდ, საქმე ეხება ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დაზარალებული მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს.

პროკურატურის განცხადებით, დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე. შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს