უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმები მიიტანეს იმ ობიექტებზე, რომლებიც რაკეტების შექმნასა და ექსპლუატაციაში, აგრეთვე სარაკეტო საწვავის წარმოებაში არიან ჩართული, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
გენშტაბის ცნობით, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, დარტყმა მიაყენეს სააქციო საზოგადოება „სახმელეთო კოსმოსური ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციის ცენტრის“ (ЦЭНКИ) ფილიალის ობიექტს - ვ. პ. ბარმინის სახელობის სტარტული კომპლექსების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
გენერალური შტაბის ცნობით, ЦЭНКИ გენერალური შტაბის ცნობით, პასუხისმგებელია სასტარტო კომპლექსების, საწვავის შევსების აღჭურვილობისა და რაკეტების მართვის სისტემების შემუშავებაზე, მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე.
ამასთან, ტვერის ოლქის დასახლებული პუნქტის, რედკინოს მახლობლად საპილოტე ქარხანას დაარტყეს. ეს საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების ჯაჭვშია ჩართული. იგი აწარმოებს „დეცილინ-მ“-ის საწვავის კომპონენტებს Kh-55 და Kh-101 ფრთოსანი რაკეტებისთვის, ასევე დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს. ის საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.
“გარდა ამისა, მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობების შესუსტების მიზნით, იერიში მიიტანეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის ცენტრზე (რუსეთის ფედერაციის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, დასახლებული პუნქტ სუროვატიხას მიმდებარე ტერიტორიაზე)”, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.