აშშ-მა ჰააგის სასამართლო დაასანქცირა

აშშ-მა ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“ათწლეულებია, როგორც რესპუბლიკელები, ასევე, დემოკრატები, უარყოფენ იდეას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ძალა გააჩნია სამართლებრივად დევნოს ამერიკის მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები, ან პოლიტიკური ლიდერები. ამერიკა არასდროს შეერთებულა სასამართლოს. არ გვჭირდება ეს. და არ გვინდა. მაგრამ ოკეანის გაღმა გლობალისტ “ექსპერტებს” არ ადარდებთ რას ფიქრობენ ამერიკის მოქალაქეები. მათ უნდათ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მეტს აკეთებდეს, მათ შორის სამართლებრივად დევნიდეს ამერიკის მოქალაქეებს. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ, სასაზღვრო პატრულის აგენტებს, რომლებიც ჩვენს ერს იცავენ, და არჩეულ ლიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. მეტი ძალა სურთ, და ის ჩვენს ხარჯზე უნდათ.

პრეზიდენტი ტრამპი არასდროს მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკელების დევნის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, შეერთებული შტატები ასანქცირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ავკრძალავთ ტრანზაქციებს ამ განდეგილ სასამართლოსთან, რითაც მათ რესურსებს მოვუსპობთ და სერიოზულად შევუზღუდავთ ფუნქციონირების შესაძლებლობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე, მოელის, რომ მოკავშირეები - რომელთაგან ბევრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და თავდაცვის საკითხში ამერიკელ სამხედროებზე არიან დამოკიდებული - ამ სასამართლოს შეაკავებენ.

"თუ არა, შეერთებული შტატები გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეტაპობრივად დაშლის კამპანიას, ვიდრე ამერიკელებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს