ეკა კუპატაძე - მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება - ყველა ინფორმაცია, რაც ალექსანდრე გაბაშვილს სჭირდებოდა, გიორგი მალანიამ მიაწოდა

დაიმახსოვრეთ, მერაბ მალანია და მისი ოჯახი, ჩემთვის ნაცნობი ადამიანებიდან, ყველაზე საშიშები არიან. მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკა კუპატაძის თქმით, გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის არც ერთხელ არ დაურეკავს, თუმცა ეს ბრალს არ ცვლის, რადგან გიორგი მალანიას გამოძიება ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას ედავება და არა მალანიასთან დარეკვას.

„გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომ არც ერთხელ არ დაურეკავს გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის. მე არ ვიცი, სად წაიკითხა ლაშა ცუცქირიძემ, რომ ვინმე აბრალებს გიორგი მალანიას იმას, რომ შენ ურეკავდი ალექსანდრე გაბაშვილს. ჩვენ ეს არ გვითქვამს არსად, ვგულისხმობ პროკურატურასაც. გიორგი მალანიას ბრალად ედება დახმარება ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ალექსანდრე გაბაშვილს როცა სჭირდებოდა დახმარება გიორგი მალანიასგან, მაშინ ურეკავდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გიორგი მალანია ადგილზე იყო თავდასხმის დროს, გიორგი მალანია თავს არ დასხმია გიგას, გიორგი მალანია ეხმარებოდა ალექსანდრე გაბაშვილს ამ დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციას იღებდა გიორგი მალანიასგან. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთ რამ იცოდა, რასაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, მიაწოდა გიორგი მალანიამ. ჩვენ გიორგი მალანიას ვედავებით ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას და არა პირიქით ასე, რომ ზარის ავტორი ყოველთვის თუ არა, უფრო ხშირად იქნებოდა ალექსანდრე გაბაშვილი“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს