მერაბ მალანია - ბრალდებამ ჩემი შვილის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა - გამოითქვა ვარაუდები, რომ შეეძლო მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია, ასე ბევრი რამაა შესაძლებელი, მაგრამ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ამას დღეს წერტილი დაესვა

ბრალდების მხარემ დღეს ჩემი შვილის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, - ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მერაბ მალანიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ საგამოძიებო უწყებას მასთან საქმის გარშემო რაიმე კითხვები გაუჩნდება, მზად არის, ნებისმიერ დროს ამ კითხვებს უპასუხოს.

“დღეს დაიკითხნენ გამომძიებლები, ვინც ამ საქმეს უძღვებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს ჩემი შვილის წინააღმდეგ, რომ ის რაიმე სახით ეხმარებოდა ან შეხვედრია როდისმე დამნაშავეებს და ა.შ. გარდა ამისა, დღეს ექსპერტიც იყო, რომელმაც ასევე დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ ჩვენ, რომ არცერთი ვიდეო ზარი არ განხორციელებულა გაბაშვილსა და ჩემს შვილს შორის.

ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს რეალურად.

გამოითქვა ვარაუდები და იყო საუბარი, რომ შეეძლო მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია [გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის]. რა ინფორმაცია ან რა სახის ინფორმაცია? ასე თუ ვიმსჯელებთ, ბევრი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნიათ და ამას დღეს წერტილი დაესვა.

თუ რომელიმე საგამოძიებო უწყებას ჩემთან შეკითხვები ექნება, ნებისმიერ დროს მზად ვარ, რომ ვუპასუხო”, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს