ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ 572.118 მლნ ლარით დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს.

სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის დაჯარიმების მიზეზები:

„განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ 404595121) დაჯარიმება 572 118 000 ლარის ოდენობით. კერძოდ:

2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა, რომლისთვისაც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (2026 წლის 24 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად; შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში. ჯამურად, ჯარიმამ შეადგინა 6 000 ლარი;

პროვაიდერის მხრიდან 572 033 შემთხვევაში დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, პირებს (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედ პირებს) მომსახურება გაეწია კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 572 033 000 ლარი;

პროვაიდერის მხრიდან 2 შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 7 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 14 000 ლარი;

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, პროვაიდერმა ვერ უზრუნველყო შესრულებული ოპერაციების სისტემაში აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა, აღრიცხულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების ე.წ. „ლოგირება“, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისიდან შესაბამისი ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს პირების/ვირტუალური აქტივის მისამართების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა/ვირტუალური აქტივის მისამართების სიებში, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით;

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისთვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება. კერძოდ, აქტში ასახული არასწორი/მცდარი და არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებამ გამოიწვია შემოწმების ვადის გახანგრძლივება და შეაფერხა შესასწავლი კლიენტების შერჩევისა და მათი ოპერაციების ანალიზის პროცესი, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით“, - წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს