სალომე სამადაშვილი - დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის გზა დემოკრატიის დაბრუნებაა - აშშ-ის მიერ 200-ზე მეტი პირის სანქცირებულთა სიიდან ამოღება და ივანიშვილის დატოვება ნათელი სიგნალია, რომ ბერკეტი მათ ხელშია, ვინც დემოკრატიის გაუქმება გადაწყვიტა

ცდილობენ, რომ ასეთი სისულელე შეასაღონ სიმართლედ იმიტომ, რომ სინამდვილეში აწუხებთ. აწუხებთ იმიტომ, რომ საქართველოში ამომრჩევლის უმრავლესობას, მათ შორის, მას, ვინც წინა არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, არჩევანი აქვს გაკეთებული, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში უნდა იყოს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა, “როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ”.

სამადაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც ისაუბრა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, “ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო!”

სამადაშვილის შეფასებით, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის ფურცელზე, როდესაც ქვეყანა რუსეთს ემსახურება და არა საკუთარ ხალხს.

“ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” საკუთარი ამომრჩეველი ბრიყვად მიაჩნია. ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, როგორიც აქვს ამ ხალხს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საერთოდ არავის ჰქონია ამ ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში. ცდილობენ, რომ ასეთი სისულელე შეასაღონ სიმართლედ იმიტომ, რომ სინამდვილეში აწუხებთ. აწუხებთ იმიტომ, რომ საქართველოში ამომრჩევლის უმრავლესობას, მათ შორის, მას, ვინც წინა არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, არჩევანი აქვს გაკეთებული, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში უნდა იყოს.

რეალობა არის ის, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში გამოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენი გაწევრიანება მხოლოდ ქაღალდზეა. სახელმწიფო ქაღალდზე არის ქვეყანა, რომელიც ვერ აწარმოებს სუვერენულ საგარეო პოლიტიკას. სუვერენულ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებდეს დღეს საქართველო, ის იქნებოდა მოწინავე ქვეყანა გაწევრიანების პროცესში იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი.

როდესაც შენ ემსახურები რუსეთს და არა ქართველ ხალხს, შენ ასრულებ რუსულ დავალებას და ეს არის სწორედ სახელმწიფო ქაღალდზე.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტი ძალიან ხშირად არის ყინულმჭრელი იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად რომ ავიღოთ ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გაწევრიანებამდე უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ყველა ამ საკითხზე პირველი, ვინც იღებდა რეზოლუციას, იყო ყოველთვის ევროპარლამენტი იმიტომ, რომ იქ უფრო მარტივია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში, სადაც სხედან აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურები და დიახ, იმ პოზიტიური გადაწყვეტილებების შემთხვევაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ელოდებოდა, მათ შორის, ხშირად იყო საჭირო რამდენიმე რეზოლუციის მიღება, სანამ ჩვენ ამაზე მივიდოდით”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ქართული ოცნების” ლიდერების მოსალოდნელ დასანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება მისი პოლიტიკის ერთადერთი სწორი ფორმაა.

“მე ამ ქვეყანაში სამართლიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები მინდა. არაფერში არ მჭირდება ვინმეს სანქცირება. მე ვიცი ერთი რამ, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ დღეს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელთან მიმართებაშიც პოლიტიკის ერთადერთი სწორი ფორმა არის სანქცირება. ამას ამბობს ეს რეზოლუციაც. ჩვენი მიზანი ვინმეს სანქცირება კი არ არის, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი და დემოკრატიული პროცესი თავისთავად დააბრუნებს საქართველოს სწორ გზაზე.

სანამ ივანიშვილის რეჟიმი სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, სანქციები რომ დღის წესრიგში დადგება, ამას ადასტურებს ისიც, რომ 200-ზე მეტ ადამიანს რომ ამოიღებს ამერიკის შეერთებული შტატები სანქცირებულების სიიდან და ივანიშვილს დატოვებს, ალბათ ეს არის ყველაზე ნათელი სიგნალი, რომ ამ სანქციებთან დაკავშირებით ბერკეტი დღეს არის იმ ხალხის ხელში, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი გააუქმოს.

მათ იციან, რომ ერთადერთი გზა, თუ ვინმეს მართლა სურს, რომ გადატვირთოს ურთიერთობები დასავლეთთან, ეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნების შესრულება, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრებს, რეპრესიული კანონმდებლობის გადახედვასა და გაუქმებას და დემოკრატიული პროცესის დაბრუნებას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს