ვლადიმერ პუტინთან შევთანხმდით, რომ რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჯამში რუსეთი გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის, რაც ფასების რეკორდულ შემცირებას უზრუნველყფს.
"ამ წამს დავასრულე ძალიან წარმატებული განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!..
ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!”, - წერს ტრამპი.