გაერთიანებული სამეფოს მთავრობა - გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას, რათა უკრაინას საჭირო მხარდაჭერა ჰქონდეს -  შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით

გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არ შეიძლება უფრო ნათელი იყოს - გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინას საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად, - ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ.

„გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არ შეიძლება უფრო ნათელი იყოს. გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას, რათა უკრაინას საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად. ასევე შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე აუმოქმედებია, რითაც პუტინის აგრესიის ფასს გავზრდით და დავეხმარებით სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევებს.

უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ის სერიოზულად ეკიდება მშვიდობას, მაგრამ რუსეთმა არაერთხელ უარყო მთლიანი და ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტები, და ამავდროულად აგრძელებს უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და ენერგეტიკის წინააღმდეგ დარტყმებს.

რუსეთს დღესვე შეუძლია ამ ომის დასრულება. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პარტნიორებთან ვიმუშაოთ მყარი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრესსპიკერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე