ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა - ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, საშუალებას აძლევს მეტი ადამიანი მოკლას, უფრო დიდხანს აწარმოოს ომი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა, რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„რუსეთთან ცხადი და მყარი დეესკალაციური შეთანხმების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - საშუალებას აძლევს მეტი ადამიანი მოკლას, უფრო დიდხანს აწარმოოს ომი, უფრო ნაკლები პატივისცემა ჰქონდეს ამერიკისადმი, და უფრო დიდი დანაკარგები და ზიანი მიაყენოს მსოფლიოს.

უკრაინა მზად არის სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა სანავთობო ობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსეთი მრავალწლიანი ტერორის კამპანიაზე. უკრაინა ცეცხლს არ გაუჩენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მსგავსი ტიპის შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკელებს და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა გააჩნია მსგავსი კომპრომისის მისაღწევად.

პუტინისთვის საჩუქრები არ მოუტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის უფლების მიცემა ინვესტიციაა ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე“, - წერს ზელენსკი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე